Thursday, December 4, 2008

მე ვარ მაიკო ფანცულაია

როცა ჩემი ისტორიის დაწერა დავიწყე დედიკოს ვკითხე საიდან ვართ წარმოშობით ფანცულაიები? დედიკომ მითხრა, გვარი მეგრული გაქვს, მაგრამ იმერლები ხართო. ასე ამბობდა ჩემი ბაბუა,რომელიც დღეს ცოცოხალი აღარ არის. მოკლედ ასეთ დღეში ვარ ფანცულაია ვარ, მაგრამ მეგრელი არ ვარ, მაია ვარ მაგრამ სინამდვილეში ამალია მქვია ჩემი სახელის ისტორია ასეთია: ამალია ბებიას ერქვა, მამაჩემის დედას. სანამ დავიბადებოდი მამიკოს ძaლიან უნდოდა თავისი დედის სახელი მეტარებინა. დედიკომაც უარი ვეღარ უთხრა და ასე გავჩნდი მე, ამალია. როცა მამიკომ პირველად ხელში ამიყვანა და მოფერებითი მომართვა მოინდომა, შეჩერდა რა დაეძახა აღარ იცოდა. რა ვქნათო - მიმართა დედას. დედიკომაც დრო იხელთა და უთხრა: ''ამალიას'' წინა ''ა'' მოვაცალოთ. ''ლ'' ამოვიღოთ და დარჩება ძალიან ლამაზი სახელი – მაია.. მამაიკოს ჭკუაში ჩაუჯდა მას მერე ყველა მაიას მეძახის. მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი. ის ხომ მაისს ნიშნავს, გაზაფხულის ფერადსა და მხიარულ თვეს...

მაია ძველი ინდური ღვთაების - ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.




მაია ჰქვია საქართველოში ცნობილ მოჭადრაკეს – მაია ჩიბურდანიძეს.





დიდ რუს ბალერინას მაია პლისენცკაიას.


















და ბოლოს საქართველოს ისტორიაში ცნობილ მებრძოლ ქალს მაია წყნეთელს.




ჩემი სახელის არაოფიციალური და საალერსო ფორმაა მაიკო, მე ძალიან მიყვარს ჩემი სახელი..

საქართველოში 3366 ამალიაა.. თბილისში 1497,ახალქალაქში 248, ახალციხეში 106, ხოლო დანარჩენი სხვადასვა კუთხეშია გაბნეული... ეხლა რაც შეეხება მაიკოს: სახელ მაიკოს საქარათველოში 526 ადამიანი ატარებს, აქედან თბილისში 115, ზუგდიდში 53, ოზურგეთი 27, ხოლო დანარჩენი ალბათ სხვადასხვა მხარეში..